ლევან კობერიძემ “ოცნებას” მინისტრთა პორტფელები მოსთხოვა – “შედგეს რეალური კოალიცია”

ლევან კობერიძემ "ოცნებას" მინისტრთა პორტფელები მოსთხოვა - "შედგეს რეალური კოალიცია"“ლელოს” წევრის, ლევან კობერიძის თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება შესაძლებელია ერთ-ერთი საკითხი ხელისუფლების მიერ მინისტრთა პორტფელების დათმობა იყოს.

„ახლა საღი აზრი გვკარნახობს, რომ რაღაც გამოსავლები ვიპოვოთ. საერთო ოპოზიციურ ერთობაში ძალიან ბევრ რაღაცაზეა მსჯელობა, მაგრამ, რასაც ახლა ვიტყვი, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. მაგალითისათვის, შეიძლება იყოს საუბარი – ერთი – არჩევნებზე, რაც არის დარღვევები, ეს უნდა იყოს გახსნილი და გადათვლილი. მეორე – თუკი ოპოზიციური სპექტრი და მოსახლეობაც ამას მხარს დაუჭერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს რაღაც შეთანხმება, შესაძლებელია იყოს მაგალითად მთავრობის ფორმირებაში შეთანხმება.

ანუ შედგეს რეალურად კოალიციური მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მას პოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი იმისთვის, რაც გააკეთა. მარტივად, რომ ვთქვათ ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტში დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ – ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაა“, – განაცხადა კობერიძემ.

იპნ