მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრი ხდება?!

მამუკა მდინარაძე იუსტიციის მინისტრი ხდება?!თეა წულუკიანის გადეპუტატობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის გამოთავისუფლებულ სავარძელს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

აღნიშნულ ინფორმაციას არც  ადასტურებენ და არც უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ იუსტიციის მინისტრის პორტფელის ჩაბარება პრემიერ გახარიას ნათია მეზვრიშვილისთვის უნდოდა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ დაითანხმა.

https://akhalitaoba.ge/2020/11/nathia-mezvrishvili-gadadga-gakharias-gamorcheuli-madloba/ნათია მეზვრიშვილმა დღე სახელმწიფო კანცელარის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა და ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძეს საარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ  გამოვლენილ აგრესიას სათანადოდ უფასებს „ოცნება“.