მელანია ტრამპი – “დონალდ, აღიარე დამარცხება!”

მელანია ტრამპი - "დონალდ, აღიარე დამარცხება!"პირველი ლედი მოქმედი პრეზიდენტის ახლო წრეში ერთ-ერთია, რომელიც დონალდ ტრამპს ურჩევს, დამარცხება აღიაროს, ამის შესახებ CNN წერს. მელანია ტრამპს არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური კომენტარი საჯაროდ არ გაუკეთებია.

CNN-ის ინფორმაციით, ასევე, დონალდ ტრამპს დამარცხების აღიარებისკენ მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმაც მოუწოდა.

დონალდ ტრამპი შედეგების გასაჩივრებას გეგმავს და ამბობს, რომ არჩევნებში არა ჯო ბაიდენმა, არამედ თვითონ გაიმარჯვა.

რუსთავი 2