ნანუკა ჟორჟოლიანი – „ბიძინამ ჩემი ოლქი ამახია და თავის ძმაკაცს აჩუქა“

ნანუკა ჟორჟოლიანი - „ბიძინამ ჩემი ოლქი ამახია და თავის ძმაკაცს აჩუქა“ნანუკა ჟორჟოლიანმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოლქი ბიძინა ივანიშვილმა მის კონკურენტს აჩუქა.

_ დღეს ოპოზიცია არის ერთიანი, აქვს პრინციპული პოზიცია, მაგრამ შეინარჩუნებს ერთიანობას?

_ გადახედეთ ოპოზიციის ძირითად შემადგენლობას. თუ მცირე გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ყველას უთანამშრომლია მასთან. ძალიან კარგად იციან, რა არის ბიძინასთან თანამშრომლობის ფასი. აღარ გჭირდები? გადაგდებული ხარ. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ.

_ ალბათ არც ბიძინა მოინდომებს დღეს რაღაც გარიგებას თუ მათთან, ვისთანაც უთანამშრომლია, რადგან აქვს მასაც პიროვნული ფაქტორები.

_ ბიძინას იცით, როგორი პიროვნული ფაქტორები აქვს? თავის ძმაკაცს აჩუქა მაჟორიტარული ოლქი ჩემს რაიონში. ამაზე დგას. უბრალოდ „გაუსწორა“ ძმაკაცს და აჩუქა. რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო არ დანიშნა მეორე ტური, არ მინდა ამ მიზეზებს შევეხო, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა პირადი ცხოვრებაა და არ ვაპირებ განვიხილო პოლიტიკურ კონტექსტში.

ბატონი გივი ვერ იყო მთლად ჩართული კამპანიაში ობიექტური მიზეზების გამო. ყველამ იცის, რომ ის მეორე ტურს ასე ვერ იზამდა. არ ჰყოფნიდა რესურსი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომ ადგა და აჩუქა ისე, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო, თორემ მეორე ტურს მოვიგებდი თუ არა, კაცმა არ იცის. საკითხავია, ხალხი ამირჩევდა თუ არა მეორე ტურში, მაგრამ პირველი ტური ხომ „ამახიეს“.

შესაბამისად, აი, ეს არის ბიძინას პიროვნული ფაქტორები.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა