ცესკოს მომაცემების მიხედვით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი დეპუტატი ვერ გახდა და ის არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდა.
“ქართული ოცნებიდან” მისმა კონკურენტმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 51,02%; ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანმა (გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია) – 31,52% მიიღო.
შესაბამისად, ცესკოს მონაცემების მიხედვით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.
ამბები

