ნიკა მელია – 43,88%, ლევან კობიაშვილი – 42,69% – გლდანის საბოლოო შედეგი

ნიკა მელია - 43,88%, ლევან კობიაშვილი - 42,69% - გლდანის საბოლოო შედეგიგლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა – 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო.

მელიას 1%-ზე ნაკლებით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს მელია და კობიაშვილი დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.