მთავარი არხის სტუდიაში ოპოზიციის შეკრების დროს ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მძაფრი კამათი გაიმართა ჩხუბის ზღვარზე გასვლის ელემენტებით.
კამათი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ.
“რა დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი, რატომ გამოწვია შენი განერვიულება იმან, რომ ვთქვი, რომ დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. იმიტომ, რომ მის გარეშე ბიძინას ვერ ვერევით”, – უთხრა გუბაზ სანიკიძემ ნიკა მელიას.
“გუშინ სად იყავი, რომელ უბანთან იყავი, რომელი მუშტი მოგხვდა, ვის შეუშვირე შუბლი, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე” – იყო მელიას პასუხი.
“ნიკა, ოფისიდან არ გამოსულხარ მთელი დღე არჩევნების დღეს” – თქვა სანიკიძემ და ისევ გაიმეორა – “მიშა უნდა იყოს საქართველოში.”
ნიკა მელია ფეხზე წამოვარდა:
“ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშას აგენტი ხარ, ხან პეტრესი და ხან პავლესი, წადი რა, შვილო”
“შენ გაასწორე ლაპარაკი მართლა, შვილო მოიკითხე მართლა შენ.”
დიალოგი ამ ტონალობაში გაგრძელდა. ბოლოს ორივემ დატოვა სტუდია.