სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას აზრიტ საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით დაიცავს.
“სამართლიანი არჩევნების” სამართლიანი არჩევნები (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად (რომლის შეფასებებიც ეყრდნობა პროცესების უშუალო დაკვირვებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და გამართულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას):
საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანსები – საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი;
აღნიშნულ უბნებს და მის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე 4.1%-ის ფარგლებში ზეგავლენა;
საყურადღებოა, აგრეთვე ისიც, რომ ისფედის მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს. მინიმუმ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.
მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა,მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითები!“

