“ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ ახალ არჩევნებზე უნდა ესაუბროს” – აკაკი ბობოხიძე

"ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ ახალ არჩევნებზე უნდა ესაუბროს" - აკაკი ბობოხიძე“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე უნდა ესაუბროს:

– სხვანაირად რანაირად შეიძლება დადგინდეს ამ არჩევნების შედეგები?! 2 კვირის შემდეგ უკვე გადათვლითაც შეუძლებელია სიმართლის დადგენა. იმიტომ, რომ 2 კვირის შემდეგ კაცმა არ იცის, რა ხდება უბნებზე. ბეჭედი და ლუქი ამ ხელისუფლების ხელშია და არც კი ვიცით, იქ რა ხდება.

_ ოპოზიცია დღესდღეობით გადათვლას აღარც კი განიხილავთ?

_ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკვე სრული სისულელეა. გარდა ამისა, რა უნდა გადავთვალოთ იქ, სადაც ბიულეტენები აკლია?! რომც იყოს მიღებული ხმები და ოქმი ერთმანეთთან შესაბამისობაში, დაკარგული ბიულეტენები ხომ იმას ნიშნავს, რომ ე. წ. სომხური კარუსელი დაატრიალეს. ასეთ შემთხვევაში რას ვითვლით. აქ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ – ეგეთ ოქმებს საერთოდ ვიღებთ თუ არა. ამისთვის ხელისუფლება მზად არ არის. ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს თქმა, რომ დამარცხდა. ასეთ შემთხვევაში მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ – ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი – სამართლიანი თამაშის წესებით და ახალი ადმინისტრაციით.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა