ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

