საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ საქართველოში უკვე არავის, თვით “ქართული ოცნების” მომხრეებსაც კი, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.
“საქართველოში არავის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების გაყალბების, რა უნდა ვქნათ? ვუთხრათ დიქტატორს – მოდი, ეს მოპარული გქონდეს, გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად, თუ არ შევარჩინოთ ეს მოპარული ხმები? რა თქმა უნდა, მოლაპარაკება უნდა იყოს, მაგრამ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მან საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები 2003 წლის მოვლენებს შეადარა და ორი ფაქტორი გამოჰყო.
“შევარდნაძე უფრო მაგრად იდგა, ვიდრე ესენი. ესენი არიან დაშინებული, შეშინებული და ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, ბევრად მეტი, ვიდრე 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს: ქაღალდზე დაწერილი, ვიდეოზე გადაღებული”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის ერთობას და მის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ოპოზიციის საერთო გეგმაში არაფერი იცვლება – სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პარალელურად, მოლაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე დროებითი ადმინიტრაციის პირობებში.
მთავარი

