ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა 76 წლის ოტია ხომერიკსა და მის მეუღლეს – 74 წლის მზიური მჟავანაძეს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ ეს უკანასკნელები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ.
ინციდენტი უბანზე ხმების დათვლის დასრულების შემდეგ მოხდა. დაშავებულების თქმით, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის გაღიზიანება „ოცნებისთვის“ არასაკმარისი ხმების მიღებამ გამოიწვია. მჟავანაძის თქმით, მას სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბის უფროსი დავით მჟავანაძე აცხადებს, არჩევნების გაყალბებაში სწორედ ასეთი ადამიანების ხელი ურევია, რომლებიც ხმების მისაღებად ყველაფერზე არიან წამსვლელები.
ნიუპოსტი

