საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.
სპორტალი

