“შუქი აანთეს და ბინა აფეთქდა” – რა მოხდა ლანჩხუთში

"შუქი აანთეს და ბინა აფეთქდა" - რა მოხდა ლანჩხუთშილანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

აფეთქება მე-2 სართულზე მოხდა. მცხოვრებლები ბინაში დღეს დაბრუნდენ, შუქი აანთეს და აფეთქებაც მაშინ მოხდა.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.