“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამომრჩეველს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, თუმცა იქვე დასძენს რომ უთავმოყვარეო პარლამენტში არ შევა.
ჩარკვიანი „ქართულ ოცნებას“, უფრო კონკრეტულად მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
„ეს თამარ ჟვანია არავინ არ არის. ივანიშვილი, რუსი ოლიგარქია სათავეში. დავწერე, რომ დარჩა-მეთქი რუსი ოლიგარქი, გაღიზიანდნენ, რომ კაპიტულანტური განცხადებაა. არაფერი კაპიტულანტური განცხადება ეს არ არის, რეალობა აღვნიშნე, რომ, რაც ოლიგარქმა გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ დარჩა. სხვა საკითხია ჩვენ როგორ ვუპასუხებთ. მე რისი პასუხი შემიძლია?!“ – აღნიშნავს ჩარკვიანი და იქვე დასძენს, რომ გაყალბებული მონაცემებითაც კი პირადად შესულია პარლამენტში, როგორც დეპუტატი. მიუხედავად ამისა, ჩარკვიანმა მიმართა ივანიშვილს:
„ვეტყოდი რუს ოლიგარქს, სულ ფეხებზე მკიდია შენი ღირსებააყრილი პარლამენტი. ჩემი ფეხი არ იქნება იმ პარლამენტში. მესასიზღრება ეს ყველაფერი, თქვენი ყოფნა საქართველოში“.
წინასწარი მონაცემებით, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელმა“ 2020-ის არჩევნებზე ამომრჩეველთა 3,1% მიიღო.

