თაკო ჩარკვიანი – “თამარ ჟვანია მონაც არ არის, არარაობაა”

თაკო ჩარკვიანი - "თამარ ჟვანია მონაც არ არის, არარაობაა"თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხალხს იმისთვის არ მიუცია მათთვის ხმები, რომ რუსი ოლიგარქის მარიონეტი იყოს:

– მთელმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ იცის, რომ დილის 4 საათზე პირველმა გააკეთა თამარ ჩარკვიანმა განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით. არჩევნების ღამესვე მივმართე და ვთქვი, რომ ბევრად უფრო თამამი ვარ ახლა, რადგან გაყალბებული შედეგებითაც კი 4 მანდატი გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ჩემი დეპუტატობა სულ ფეხებზე მკიდია, შე რუსო ოლიგარქო-მეთქი.

მეორე დღეს ოპოზიცია შევიკრიბეთ ნათელაშვილის ოფისში. ცხადია, ჩემი განცხადება ძალაში დარჩა. შემდეგ მიტინგზე პარტიებმა მოითხოვეს შეკრება და შიდა პარტიული კონსულტაციები. ცხადია, ჩვენ კონსულტაციები არ დაგვჭირვებია, რადგან ჩემი განცხადება შეთანხმებული პოზიცია იყო. ჩვენთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

_ რა არის მოთხოვნა?

_ ეს რუსი ოლიგარქი უნდა დარჩეს მარტო თავის გაყალბებულ არჩევნებთან.

ცესკოს ეს ქალი – ჟვანია ცალკე სასაუბრო თემაა. არ უნდა დაგვეშვა, რომ ეს ქალი ყოფილიყო. იმიტომ, რომ ეს მონაც არ არის, არარაობაა. როდესაც მანდატები ხელში გვიჭირავს, თავი ბევრად უფრო მყარად ვიგრძენი, რომ არ ეთქვათ, მაინც ვერ შედის პარლამენტში და ყვირისო. მანდატები ხელში გვიჭირავს, მაგრამ ამ მანდატებს თავზე გადავახევთ ბიძინა ივანიშვილს და არ შევალთ პარლამენტში.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა