თბილისში გელოვანზე მანქანა ქალს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში გელოვანზე მანქანა ქალს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპათბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

ქალი ადგილზე დაიღუპა.

“მთავარს” შსს-ში უთხრეს, რომ  მომდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.