ავარია მოხდა თელავი-თბილისის გზატკეცილზე. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა მძღოლი.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და ხანძარო – სამაშველო ბრიგადები. დაწყებულია გამოძიება.

