თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 75-მდე გაიზარდა75-მდე გაიზარდა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 1.000-ს უახლოვდება.

სამძებრო სამუშაოები იზმირის რეგიონში მეოთხე დღეა გრძელდება. თურქეთში 7 მაგნიტუდამდე მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა.

სტიქიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ სამოსზეც.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზი ავარიული შენობებია, ამიტომ რეგიონში 26 დაზიანებული შენობის ჩამონგრევა იგეგმება.

რუსთავი 2