წულუკიანი – “100-ჯერ ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრად არ დავბრუნდები”

წულუკიანი - "100-ჯერ ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრად არ დავბრუნდები"იუსტიციის გადამდგარი მინისტრის და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, მომავალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრობას აღარ აპირებს.

“არა, მე არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად, ეს ბევრჯერ ვთქვი, შემიძლია ასჯერ ვთქვა, თუ ასჯერ შემეკითხებით, არ არის პრობლემა”, – თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა მინისტრის თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო 29 სექტემბერს დატოვა. ის მმართველი გუნდის სიაში მეოთხე ადგილზეა.

წლების განმავლობაში წულუკიანი მინისტრთა კაბინეტის უცვლელი წევრი იყო.

მთავარი