გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც ორი და მოპედით გადაადგილდებოდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მისი და კი მძიმედ დაშავდა. ის რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
იდენტიფიცირებულია მძღოლი და მიმდინარეობს გამოძიება.
ლუდა სალიას ცნობით, დაღუპული სალომე მთვარელიშვილია, მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ქალიშვილი.
“ვუსამძიმრებ შემზარავ ტრაგედიას, ამ უდიდეს დანაკლისს მამა გრიგოლ მთვარელიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ულამაზესი ანგელოზი ქალიშვილის, სალომეს ტრაგიკულად დაღუპვას. შეძრული ვარ მომხდარით უფალი დაუმკვიდრე სასუფეველუ იქ სადაც მართალნი განისვენებენ,” – წერს ლუდა სალია ფეისბუქში.

