„ძალიან უმსგავსოდ მლანძღავდნენ, რომ ელისაშვილს უნდა პოლიტპატიმრების იქ დატოვება. პირიქით, მოლაპარაკების პროცესი რომ არ მიდიოდეს არც ისინი იქნებოდნენ გამოშვებულები“ –
განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „რეაქციაში“.
“პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ ცოცხალი თავით, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მინდა ყველას ვუთხრა, ძალიან უმსგავსოდ მლანძღავდნენ, რომ ელისაშვილს უნდა პოლიტპატიმრების იქ დატოვება. პირიქით, მოლაპარაკების პროცესი რომ არ მიდიოდეს არც ისინი იქნებოდნენ გამოშვებულები, თუ ვინმეს უნდა რომ დანარჩენებიც გამოვიდნენ, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
ერთი კვირა ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის, ახლა არის ისტორიული მომენტი, ერთ თვეში რომ დაგვინიშნონ რიგგარეშე არჩევნები და ისევ თამარ ჟვანიამ ჩაგვიტაროს უნდა გავიდეთ? – არა. ხოდა რატო ცანცარებთ? ამიტომ ვთქვი იმ ჩემ ლაივში ამოტრიალებული კამერით რომ დავიწყე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციაში საერთო გეგმა არ იყო. ისინი ოპოზიციის შეკრებებზე ითხოვდნენ პასუხს თუ რა სამომავლო სტრატეგია არსებობდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს:
“თუ არ დანიშნეს არჩევნები და ერთპარტიულმა პარლამენტმა გააგრძელა მუშაობა მერე რას ვშვებით? გვითხარით გეგმა, გვითხარით სტრატეგია, გამოგყვებით, გვითხარით რაში გამოგყვეთ. გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მღელვარება იქნება და რაღაც იქნება. არაფერი გეგმა არ არსებობს. არანაირი გეგმა არ აქვთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ თავი სასაცილოდ გაიხადა.
„შანტაჟი აფუჭებს ყველაფერს – “ქართული ოცნება” ცალკე და ოპოზიციის ერთი ნაწილი ცალკე აფუჭებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ მოლაპრაკებების ჩასაშლელად. მეორე მხრივ აბა შევხედოთ, რატომ გაიხადა თავი სასაცილოდ ოპოზიციამ? მხოლოდ ჩვენ და “გირჩი” არ ვართ ასეთ დღეში. სასაცილოდ გამოიყურება ის ნაწილი, რომლებმაც თან თქვეს ბოიკოტი გვაქვსო და თან ჩუმად ცესკოში განცხადებები დაწერეს ფული მოგვეცითო. რატომ ეგონათ თეთრ ცხენზე ამხერებული კეთილშობილი რაინდი კობახიძე?! რატომ არ დაფიქრდნენ, რომ კობახიძე ამას შემოატრიალებდა და მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა?! ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ბრძოლაშიც, მოლაპარაკებებშიც და ბოიკოტშიც” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

