იემენში, ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმები ისმოდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში იემენის თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
ბორტი საუდის არაბეთიდაბ ჩაფრინდა ადენში.
მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ- მინისტრი მაინ აბდულმალიკი, ქალაქში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათეულობით მოქალაქე.
ახლად შექმნილი მთავრობა პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მთავრობასა და სამხრეთელ სეპარატისტებს აერთიანებს. ამ ორი ჯგუფის ალიანსი, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს ებრძვის, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ.
იპნ

