აფრიკის დასახლებაში მერია სახლებს ანგრევს – დაშავდა ორსული ქალი

აფრიკის დასახლებაში მერია სახლებს ანგრევს - დაშავდა ორსული ქალითბილისში, აფრიკის დასახლებაში მერია მოსახლეობას სახლებს უკვე რამდენიმე საათია უნგრევს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და 1 ორსულიც. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

მერმა, კახა კალაძემ, 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და რომ “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს”.

მთავარი