აშშ-ში პფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს – ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება

აშშ-ში პფაიზერის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს - ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყებააშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია პფაიზერისა და მისი გერმანული პარტნიორის ბიონტექის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.

ვაქცინაციის პროცესის დაწყება აშშ-ში ორშაბათს იგეგმება და პირველ ეტაპზე მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები აიცრებიან.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 295.000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში 8 დეკემბერს დაიწყო.