ავარიას ქობულეთთან ორსული ქალი შეეწირა

ავარიას ქობულეთთან ორსული ქალი შეეწირა21 დეკემბერს ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ქობულეთში სოფელ გვარაში მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ერთი ორსული იყო, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც ბათუმის კლინიკაში განაცხადეს, ქალს საკეისრო კვეთა უტარდებოდა, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

ექიმების თქმით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ