“ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი”- ელისო ბოლქვაძე

"ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი"- ელისო ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი.

“მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში”- თქვა დეპუტატმა.