გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში 5 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ბოლო მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ_ში, მოხდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.
პირველი და ყველაზე ძლიერი 5.6 ბალიანი მიწისძვრა მოსკოვის დროით კვირას 00:30 საათზე მოხდა. ბიძგები რამდენიმე წამს გრძელდებოდა.
ბიძგები კვლავ განმეორდა 14:40 საათზე (4,1 მაგნიტუდა), 15:08 საათზე (3,1 მაგნიტუდა), 16:05 საათზე (3,8 მაგნიტუდა).
პრაიმ ტაიმი

