“ქართული ოცნების” იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი ისევ აქტიურობს. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მმართველი პარტიის სპიკერთან ირაკლი კობახიძესთან. ნაცვლიშვილი სავარაუდოდ “სამართლიან არჩევნებზე” საუბრობს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა.
“ჩვენ მოვიგეთ. მოვათხოვნინოთ და თუ არ მისცემენ, მერე ვიფიქროთ როგორ გამოვიყენოთ, თუ მისცემენ, ხო კარგი. საჭირო პროცესად თუ ვაქცევთ თავიდანვე განაცხადს და მოთხოვნას და მერე არ მისცემენ, დავარტყამთ, – წერია მიმოწერაში, რომელიც “მთავარი არხის” კამერამ დააფიქსირა.

