ეკა კვესიტაძე – “დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე”

ეკა კვესიტაძე - "დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე"ეკა კვესიტაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ხედავთ როგორ კარგად აეწყო ფაზლი. ჯერ ელისაშვილი გამოიყვანეს და აყეფეს – ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდა, უნდა გადავითვალოთო. მერე კობახიძემ თქვა, თუ გადათვლის შემდეგ 1 პროცენტზე მეტი განსხვავება დაჯდა, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო და დღეს, არჩევნებიდან 40 დღის შემდეგ ISFED ამბობს, სისტემური ხარვეზი გვქონდა დათვლის პროცესშიო და ოცნებას სასურველ პროცენტებს უმატებს.

მოკლედ, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიაა, რომელშიც წამყვანი როლი ელისაშვილს ერგო, რომელიც ახლა ერთ-ერთ ტელევიზიაში ზის და იძახის “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის არგუმენტები შესუსტდაო. არადა, სინადვილეში ეს მხოლოდ საინფორმაციო ომია, რადგან არსად წასულა ყველაზე მთავარი პრობლემა (!) – 8 პროცენტიანი ცდომილება ოქმებში და სისტემური, მძიმე დარღვევები, რომლებიც პარალელურ დათვლაზე ვერ ისახება. ხოდა, ეს ომი ვერ უნდა მოიგოს ოცნებამ ელისაშვილის დახმარებით.

რაც შეეხება “სამართლიან არჩევნებს” – ფაქტია, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. როგორ და რატომ, ახლა ეს უნდა გაირკვეს. სავარაუდოდ, დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე. ჯერ ვნახოთ რა განმარტებას გააკეთებს ამ ორგანიზაციის ახალბედა ლიდერი, რომელიც სულ რამდენიმე თვის არჩეულია.”