ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს და აცხადებს, რომ ხოშტარია გადაწყვეტილებას ცოტა ხანში გააჟღერებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ახალ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.

როგორც ცნობილია, მისი გადაწყვეტილების შესახებ “ევროპული საქართველოს” სხვა წევრებმაც იციან, თუმცა, ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე კომენტარებისგან თავს იკავებენ.