გიორგი გახარიამ ფეისბუქში დაწერა:
“მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უნდა შემცირდეს. ამისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც მიმდინარე რეფორმის ნაწილია. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამან არ იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ – ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები იქნება გადადგმული.”