გიგი უგულავა – „კობახიძემ თავი გადაიპარსოს“

გიგი უგულავა - „კობახიძემ  თავი გადაიპარსოს“გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს მატყუარას უწოდებს და დაენიძლავა თავის გადაპარსვაზე.

„კობახიძე არის  მატყუარა. ხომ იძახის 11-ში პარლამენტში მარტო არ ვიქნებით და ყველანი ერთად ვიქნებითო, აი დადოს პირობა რომ თუ მარტო იქნებიან, თავი გადაიპარსოს, ან მე გადავიპარსავ. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და მაგას სულ შესაჭრელია. აწყობს კობახიძეს? მე გეუბნებით, რომ ისინი პარლამენტში იქნებიან მარტო“ – აცხადებს უგულავა.