“გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის”

"გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის"პარლამენტში ოპოზიციონერების შესვლასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანის პოსტზე ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ქალბატონო თაკო, თავის დამშვიდება არაა კარგი თანამგზავრი. ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება. ჯერჯერობით სერგო ჩიხლაძეს აპასუხებინა მესამე პირში.”