იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე გახდება

იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე გახდებამას შემ­დეგ, რაც მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­და­ნა­წილ­და, ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს და­კომ­პლექ­ტე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ვიდ­რე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი გა­და­ხა­ლის­დე­ბა, მა­ნამ­დე კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ამ მხრივ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა და ის თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა 1-2 გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” პარ­ლა­მენტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რად ისევ გი­ორ­გი გა­ხა­რია წა­რუდ­გი­ნა.

მას შემ­დეგ, რაც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­დან პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ი­ნაც­ვლა და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა ამ ეტაპ­ზე სწო­რედ მისი სა­მი­ნის­ტროს­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

რო­გორც ambebi.ge-მ სან­დო წყა­როს­გან გა­არ­კვია, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლად მისი მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად მი­ნის­ტრ­ის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გან­იხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლი­დან მუ­შა­ობს.

ამბები