აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მის რჩეულად ოფიციალურად დაასახელა.
”მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თავდადებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს- და მრავალი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად გავატარეთ თეთრ სახლში და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, გენერალმა ოსტინმა აჩვენა სამაგალითო ხელმძღვანელობა, ხასიათი და სარდლობა”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ის იცნობს და ენდობა გენერალ ოსტინს.
„მე ვიცნობ გენერალ ოსტინს. მე მას ვენდობი. იმიტომ, რომ მე ვიცი, როგორ რეაგირებს ის ზეწოლის ქვეშ,” – წერს ბაიდენი „ტვიტერში“.
სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ლოიდ ოსტინი პირველი შავკანიანი იქნება, რომელიც პენტაგონს უხელმძღვანელებს.
ლოიდ ოსტინს 2013-2016 წლებში აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა.
იპნ

