კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, ისრაელი “ლოკდაუნს” მესამედ აწესებს.
Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში კვირას შევა და 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
შეზღუდვები ითვალისწინებს მაღაზიების დახურვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასა და სკოლების ნაწილობრივ დახურვას. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 1 კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალებათ, გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც სამსახურებრივი საჭიროებისთვის იმგზავრებს ან აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად გადაადგილდება.
ისრაელში, სადაც, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 385 000 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 3 150-ია.

