მარნეულის ავერსის კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
ექიმმა დაახლოებით 10 დღის წინ კორონავირუსი გადაიტანა და სამსახურში დაბრუნდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.
“ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია,”- ამბობენ კლინიკაში.
ახალგაზრდა ექიმი ონის რაიონიდან იყო და რუსთავში დასთან ერთად ცხოვრობდა, იგი უკვე კლინიკიდან გადაასვენეს.
პრაიმ ტაიმი