მძიმე ავარია თელავის ტრასაზე – 5 ადამიანი დაშავდა

მძიმე ავარია თელავის ტრასაზე - 5 ადამიანი დაშავდათელავში ავარიის დროს ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს „მერსედესის“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

შედეგად დაშავდნენ მძღოლები და მგზავრები.

ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იპნ