საპარლამენტო სიის მიღმა დარჩენილი ქართული ოცნების დეპუტატები სამთავრობო უწყებებში დაასაქმეს – ბიძინა ივანიშვილს ახლა განაწყენებული ხალხი არ უნდა, ამიტომ ყველას ასაქმებენ იქ, სადაც მათ სურთ.
ზოგი ითხოვს დიდ კაბინეტს, მაღალ ხელფასს და თანამდებობას, რომელსაც მძღოლი ემსახურება, ზოგი კი ამ დრომდე ელოდება, როდის გაახსენდება პარტიას, რომ პოსტს მასაც დაპირდნენ.
”მე მითხრეს, მოიფიქრე, რას გააკეთებ, რა გინდაო, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ,” – ამბობს ტვ პირველთან ენძელა მაჭავარიანი.
ნახეთ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, რამდენი მილიონი დაგვიჯდება “ოცნებიდან” გაშვებული დეპუტატების შენახვა.

