მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, იცის პარტიის სტრუქტურა, კარგი გადაწყვეტილებების მიღება.
– მას პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი მომხრე და მეგობარი ჰყავს. როგორც ჩანს, დაიბრუნა ძველი დიდება და გავლენები, თუმცა მას არ უყვარს ღია მართვა, კულუარული მმართველია.
– ახლა რა იქნება, მიშასაც ჩააჩოჩებს?
– მიშას ვერ ჩააჩოჩებს. შესაძლოა, აქ თვითონ მართოს სიტუაცია, მაგრამ მიშას ჩაჩოჩება არ გამოვა. მიშა არის ნაცმოძრაობის ამომრჩეველი. თუ ჩააჩოჩებენ მიშას, დარჩებიან ამომრჩევლის გარეშე, რადგან ამომრჩეველი ამ პარტიისთვის მოჰყავს მიშას. მიშას გარეშე ნაციონალური მოძრაობა იქნება, როგორც “ევროპული საქართველო”, ამომრჩევლისა და რეიტინგის გარეშე. ასე რომ, მიშა სჭირდება ნაცმოძრაობას. ჩვენი ამომრჩევლის უბედურება ის არის, რომ მათ უნდათ ლიდერები, მიშა, ბიძინა და ასე შემდეგ. პიროვნებებს უჭერენ მხარს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა