ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა – “თავს მშვენივრად ვგრძნობ” – ვიდეო

ნეთანიაჰუმ კოვიდ 19-ის აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა - "თავს მშვენივრად ვგრძნობ" - ვიდეოისრაელის პრემიერმინისტრმა, რომელმაც 19 დეკემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ.

„გუშინ მივიღე პირველი ვაქცინა. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს გამოვიდეს და აიცრას. თუკი ყველა ჩვენგანი, ან დიდი ნაწილი მაინც აიცრება, ჩვენ ამ ავადმყოფობას დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლება და ექსპერტები მოწოდებულნი არიან საიმისოდ, რომ აღკვეთონ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის შემოსვლა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.

„ამ დროისთვის არ გაგვაჩნია არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენთან არსებული ვაქცინა არაეფექტურია ახალი მუტაციის წინააღმდეგ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ვითარება უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.