ნიკა გვარამია – “7 ოპოზიციონერი პარლამენტში შედის”

ნიკა გვარამია - "7 ოპოზიციონერი პარლამენტში შედის"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერთდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან აპირებს პარლამენტში შესვლას. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას. გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვის მანძილზე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად ან აბსურდული კონსპირაციების ხელშეწყობისთვის.
მოკლედ, შვიდივესთან პირადად ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: “არ შევდივარ” ან “ამიტომ და ამიტომ შევდივარ”, ან “კომენტარი არ გააკეთა”, რაც ასევე პასუხია.
არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს.”