დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ამუშაო ადგილი პარლამენტშია.
“სასურველია, ეს 4 წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ. თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომელთა მუშაობაც საინტერესოა. მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში. მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს”- თქვა ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა.

