ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:20 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოსთან ახლოს, 27 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ფილიპინები მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს.
იპნ

