“ქართული ოცნება” – 90 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია – 36, ევროპული საქართველო – 5 – ცესკოს საბოლოო შედეგები

"ქართული ოცნება" - 90 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია - 36, ევროპული საქართველო - 5 - ცესკოს საბოლოო შედეგები31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.

ყველაზე მეტი – 90 მანდატი (60 – პროპორციული წესით, 30 – მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა:

ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი;

“ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;

“პატრიოტთა ალიანსი” – 4 მანდატი;

“ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი;

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 2 მანდატი;

ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 4 მანდატი;

“გირჩი“ – 4 მანდატი;

“ლელო“ – 4 მანდატი.