ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 3 ადამიანი დაშავდა

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 3 ადამიანი დაშავდაქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

“ჩვენ კლინიკაში 16:20 წუთზე სამი პაციენტი შემოიყვანეს, ორის მდგომარეობა არის მძიმე, ერთის კი კრიტიკულად მძიმედ ფასდება. პაციენტი მართვით სუნთქვაზე არის გადაყვანილი, ორ პაციენტს ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, ერთი კი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით ფასდება. ჩაუტარდათ კლინიკო – ლაბორატორიული კვლევები, ამჟამად პაციენტების შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. სამივე სრულწლოვანია”,- განაცხადეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.