რუსთავთან ტოიოტა მერსედესს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

რუსთავთან ტოიოტა მერსედესს დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მაგისტრალზე “ტოიოტა”-ს მარკის ავტომობილს “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს გაჩერებულ ავტომობილს კი უკნიდან ასევე “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ავტომობილები ინერციით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 ახალგაზრდა დაშავდა, მათი გადაყვანა უახლოეს საავადმყოფოში მოხერხდა.

ინფო რუსთავი