შალვა ნათელაშვილი – “ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ერთი მამის გაკეთებულია”

შალვა ნათელაშვილი - “ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ერთი მამის გაკეთებულია”„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს“, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
“ISFED-ი ისევეა ბიძინას და ჟვანიას კონტროლის ქვეშ, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია. ის ისევეა მოსყიდული, დაბულინგებული და მართვადი როგორც დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს ჩათვლით. ამიტომ, დაანებონ თავი უაზრო და უკბილო თავის მართლებებს, მათ საკუთარი კარიერა დაამთავრეს ამ ფორმით, აღნიშნული ორგანიზაციის შენარჩუნება დაუშვებელია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს, ან უფრო მეტ ფულს სადაც გადაუხდიან, იმის მიხედვით მუშაობენ.” – აცხადებს მთავარი ლეიბორისტი.