სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელი სახლი აფეთქდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაშავდა ოჯახის წევრი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილობრივების თქმით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
მთავარი

